Home დომენები
🌐

დომენები

მარიამი
By მარიამი
3 articles

.GE ზონე(ებ)ის რეგისტრაციის შესაძლებლობის პირობები

*.ge - დომენის რეგისტრაცია შეუძლია, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის და ფიზიკური პირისთვის *.com.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის; *.edu.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; *.org.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის; *.net.ge (generic) - დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია, მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებ

Last updated on Aug 11, 2024

რა არის დომენი?

დომენი არის უნიკალური ინტერნეტ დასახელება (მისამართი), რომელიც აუცილებლად სჭირდება თქვენს ვებ-საიტს ან ელექტრონულ ფოსტას, დომენი შედგება ასოებისგან ან ციფრებისგან, იგი ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს ვებ-საიტის შესაქმენლად. ასე, რომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დასახელება და მიჰყევით ინსტრუქციას.. დომენის სახელი ჰგავს თქვენი სახლის ქუჩის მისამართს, ასე რომ, დომენის სახელი არის თქვენი მისამართი ინტერნეტში! ეს არის ის, რასაც ადამიანები აკრიფავენ თავიაანთ ბრაუზერში (ან ზოგჯერ საძიებო სისტემაში), რომ იპოვონ, ჩაერთონ და კომუნიკაცია დაგიმყარონ თქვენთან! დომენის სახელი შედგება ასოების და/ან ციფრების სერიებისგან და, როგორც წესი, მთავრდება ზონებით (TLD), როგორიცაა ".ge", ".com" ან ".net".

Last updated on Aug 11, 2024

როგორ დავატრანსფერო დომენი თქვენთან?

დომენის ტრანსფერისთვის თქვენ უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები: 1. ჩვენი ვებგვერდის მთავარ გვერდზე შეიყვანეთ თქვენი დომენი და დააჭირეთ "დომენის ძიება", ამის შემდგომ ღილაკს "თუ შენია, დაატრანსფერე ჩვენთან 😎 " იხილეთ სქრინი: 2. ამის შემდეგ თქვენ უნდა შეიყვანოთ, ფოტოზე ნაჩვენებ ადგილას დომენის (EPP) სატრანსფერო კოდი, რომელიც უნდა აიღოთ თქვენი რეგისტრატორიდან. ძველი რეგისტრატორის მხარეს დომენების განყოფილებაში მოძებნეთ "სატრანსფერო კოდი" ან "EPP კოდი", კოდის მისაღებად. 3. ამის შემდგომ უნდა შეავსოთ გრაფებში თქვენი პირადი ინფორმაცია, გაეცნოთ და დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, აირჩიოთ სასურველი გადახდის მეთოდი და დააჭიროთ გადახდას. ანგარიშწორების შემდგომ, როგორც კი ინვოისი იქნება დადასტურებული, თქვენი დომენის ტრანსფერი დაიწყება და ის ჩვენთან სულ რამოდენიმე წუთში იქნება დატრანსფერებული. დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ.

Last updated on Aug 13, 2024